საზოგადოება
31.07.2023 11:56
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 103 ოჯახს სახელმწიფო სახლებს შეუსყიდის

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 103 ოჯახს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო  სახლებს შეუსყიდის.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა მიეცემათ. 

„აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. 2023 წელს უსაფრთხო გარემოში  300-მდე ოჯახი განსახლდება“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები