გორის „დილა“ უეფას კონფერენსლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩში უკრაინის კლუბ პოლტავას „ვორსკლას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩი პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართა.
მატჩის მიმდინარეობისას, 57-ე წუთზე გორის „დილა“ მიკოლა კოვტალიუკმა დააწინაურა. რაც შეეხება უკრაინულ „ვორსკლას“, გუნდმა წონასწორობა 73-ე წუთზე აღადგინა და ფელიპე როდრიგეშმა ანგარიში გაათანაბრა. 93-ე წუთზე კი გორის „დილას“ კარში იბრაჰიმა კანეს კიდევ ერთი გოლი გავიდა.
ცნობისთვის, ქართულ-უკრაინულ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 3 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება და მას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.