რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ვაშლის სკულპტურას და ვილნიუსს?! - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სამკერვალო საწარმო ,,ლიდერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო გიორგაძე წერს და ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლიტვური ბრენდის სამოსი გორში შეიკერება.
„რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ვაშლის სკულპტურას და ვილნიუსს?!
დიახ, გამოიცანით!
ლიტვური ბრენდი საქართველოში, ქ. გორში, სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ • Sewing Enterprise "Leader" ში შეიკერება!
მეტი ევროპა ჩვენს გულებში, გონებასა და საქმეში!
მადლობა, თითოეულ ჩემს თანამშრომელს, Enterprise Georgia-ს, Georgian Apparel and Fashion Association • GAFA-ს, გორის მუნიციპალიტეტის მერია-ს“, - წერს სოციალურ ქსელში ნინო გიორგაძე.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში