გორის მუნიციპალიტეტის პირველობაზე მინი ფეხბურთში ფინალში მონაწილე გუნდები გამოვლინდა. გამარჯვებისთვის ერთმანეთს „ჭალა“ და „წმინდა წყალი/ჯარი“ დაუპირისპირდება. მატჩი 28 ივლისს 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ჭალის სტადიონზე (ნუგზარ სხირელის სახელობის დარბაზის გვერდით) გაიმართება.
რაც შეეხება მესამე ადგილისთვის ბრძოლას, ხვალვე, 18:30 საათზე ერთმანეთს „ახალდაბა“ - „ახალბაღი“ შეხვდება.
შეგახსენებთ, მუნიციპალური პირველობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში იმართება. შეჯიბრების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „გორი“.