საზოგადოება
11.02.2020 18:17
პირველი ტურნე-ექსპედიცია მიუსაფარ ცხოველთა დასახმარებლად

,,კეთილი მანქანის" ფარგლებში, მიუსაფარ ცხოველთა პროექტის ავტორი ზაქარია დოლიძე გორის ცხოველთა თავშესაფარს სტუმრობს

საქველმოქმედო გაერთიანება - მიუსაფარ ცხოველთა პროექტი საქართველოში სლოგანით - ,,ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს", პირველ ტურნე-ექსპედიციას იწყებს.
ექსპედიციის ფარგლებში, პროექტის ავტორი ზაქარია დოლიძე თბილისის შემდეგ გორს ესტუმრა.

ამ წუთებში, ,,კეთილი მანქანა" გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების სააგენტოს სტუმრობს. აღნიშნული სააგენტო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობინადრე მიუსაფარი ცხოველების იზოლირების, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვას უზრუნველყოფს.

მიუსაფარ ცხოველთა პროექტის ტურნე-ექსპედიციის ფარგლებში,
დაპურდებიან და დაბინავდებიან მიუსაფარი ცხოველები 11 ქალაქში: თბილისი, გორი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქობულეთი, სენაკი, ზუგდიდი.
კვირის ამბები