დღეს, 27 ივლისს, გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინის კლუბ პოლტავას „ვორსკლას“ დაუპირისპირდება.
მატჩი პოლონეთში გაიმართება და საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება განმეორებით მატჩს, 3 აგვისტოს გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
„ვორსკლას ცუდად ვიცნობ. ვიცნობ ვიქტორ სკრიპნიკს, რომელიც კარგი მწვრთნელია. როდესაც ის ზორიას წვრთნიდა, მე მეტალურგსა და მეტალისტ 1925-ში ვმუშაობდი. ვაკვირდებოდი მის საქმიანობას და მომწონდა სამუშაო სტილი. ახალგაზრდობაში მასთან რამდენიმე კვირით სტაჟირებაზეც კი ვიმყოფებოდი. ზორიაში ის 4-4-2 სქემით, ნახევარდაცვაში კლასიკური რომბით და ორი თავდამსხმელით თამაშობდა. ახლა კი ის,ალბათ, სხვა სქემას იყენებს. ბევრი ახალი მოთამაშეა. ვნახე ვორსკლას სამი ამხანაგური მატჩი. გუნდს მწვრთნელის ხელწერა ეტყობა, მოთამაშეებს ესმით მისი, იცნობენ მის მოთხოვნებს. ყურადღებით ვემზადებით მასთან სათამაშოდ. ვიცით, რომ იოლი დაპირისპირება არ გველოდება.
ძალიან კარგია, რომ პირველი მატჩი სტუმრად გვაქვს. ვისურვებდით, რომ არ დავმარცხდეთ. შემდეგ უკვე მოგვიწევს საშინაო შეხვედრა და მშობლიური კედლები დაგვეხმარება“, - განაცხადა გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ.