საზოგადოება
27.07.2023 12:33
რვათვიანი მოხალისეობრივი ვაკანსია პოლონეთში

გორის განვითარების სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაცია Fundacja Windmill Tree პოლონეთში (ქალაქი იელენია გორა) რვათვიან მოხალისეობრივ ESC ვაკანსიას აცხადებს.

სააგენტოს ცნობით, მოხალისეობრივი საქმიანობა საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას, პოლონელ და უკრაინელ ბავშვებთან საგანმანათლებლო-სახალისო აქტივობების ჩატარებას და სხვა მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს.

რაც შეეხება პროექტის ძირითად მოთხოვნებს, პროექტში მონაწილის ასაკი განსაზღვრულია და 18-30 წელს მოიცავს. გარდა ამისა, უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

მოხალისეობრივი პროგრამა 2023 წლის სექტემბერი - 2024 წლის აპრილის განმავლობაში გაგრძელდება. მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის მსურველებს, განაცხადის გაკეთება 4 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ დაფინანსდება ყველანაირი მომსახურება და მონაწილეები YouthPass სერთიფიკატს მიიღებენ.

მსურველებს დეტალური ინფორმაციის ნახვა ვებგვერდზე: shorturl. at / dgvMU შეუძლიათ.

კვირის ამბები