სპორტი
26.07.2023 16:06
გორში 3X3-ზე კალათბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა იწყება

გორის მუნიციპალიტეტში „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“ -ის ფარგლებში კალათბურთის პირველობა - 3X3-ზე გაიმართება.

გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეჯიბრებაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 წლიდან ზემოთ ასაკის მოყვარულ კალათბურთელებს შეეძლებათ. მათივე ცნობით, განაცხადში უნდა იყოს მინიმუმ 3, მაქსიმუმ 5 მოთამაშე. გუნდებში სუპერლიგის და A ლიგის მოთამაშე კალათბურთელები არ დაიშვებიან.

„ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა - shorturl. at / Q2457 უნდა შეავსონ. შევსებული ფორმა კი გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გრიგოლ ფერაძის ქუჩა #5) უნდა წარმოადგინონ. გუნდებს განაცხადის შემოტანა 1 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ”, - აცხადებენ მერიაში.

რაც შეეხება დაჯილდოებას, ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 3 000 ლარია. I ადგილზე გასულ გუნდს 1 500 ლარი გადაეცემა, II ადგილი - 1 000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო III ადგილის მფლობელი 500 ლარს მიიღებს.

ცნობისთვის, შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორის“ ორგანიზებით ჩატარდება.
კვირის ამბები