რჩევები
26.07.2023 15:58
რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი დღეებიდან ნავარაუდევია ჰაერის ტემპერატურის მატება, შესაბამისად, სასურველია სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა.

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობს: 

  • შეინარჩუნეთ სახლში და სამუშაო ადგილზე სიგრილე.

 

  • თუ გაქვთ კონდიციონერი,დააყენეთ მისი მაჩვენებელი დაახლოებით 22 ° С და 26 ° С-ს შორის.
  • დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივებიჟალუზების ან ფარდების მეშვეობით.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, მოერიდეთ ალკოჰოლს,ტკბილ და კოფეინიან სასმელებს.

 

  • ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღიაფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე. 
  • მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.  
  • შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში.
  • მაქსიმალურად მოარიდეთ ბავშვები მზის მწველ სხივებს.
  • გარეთ გასვლისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე. 
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პირები უნდა მოერიდონ მაღალი ტემპერატურის დროს ქუჩაში სიარულს.
კვირის ამბები