საზოგადოება
26.07.2023 12:52
გორში საზაფხულო ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო

დღეიდან, 26 ივლისიდან, გორში საზაფხულო ბაღმა ფუნქციონირება დაიწო. როგორც „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს, ზაფხულის განმავლობაში გორში მე-3 საბავშვო ბაღი (გიორგი ანწუხელიძის ქუჩა) იმუშავებს.

„საზაფხულო ბაღმა ფუნქციონირება დღეს დაიწყო. ზაფხულში მხოლოდ მესამე საბავშვო ბაღი იმუშავებს. რეგისტრირებულია 193 აღსაზრდელი“, - აღნიშნეს სააგენტოში.

ცნობისთვის, დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი 6 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კვირის ამბები