დღეს, 26 ივლისს, აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდა. გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის თქმით, რეგისტრირებული 51 აპლიკანტიდან გამოცდაზე 50 აბიტურიენტი გამოცხადდა.
„აბიტურიენტები საკუთარი ცოდნის დადასტურებას ფიზიკაში ცდილობდნენ. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. რეგისტრირებული აპლიკანტებიდან საგამოცდო ცენტრში 1 აბიტურიენტი არ მოვიდა“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.
შეგახსენებთ, 27 და 28 ივლისს საგამოცდო პროცესში მაგისტრანტობის მსურველები ჩაერთვებიან.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში