გორელი ფრენბურთელები აჭარის ღია ჩემპიონატზე საპლაჟო ფრენბურთში ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.
„შავი ზღვის ვარსკვლავები 2023“ ბათუმში ჩატარდა. შეჯიბრებაში საქართველოს 9 ქალაქის 78 წყვილი მონაწილეობდა.
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელთა სექცია (ხელმძღვანელები თინა ფსუტური, ნინო სირაძე) ტურნირზე 3 წყვილით ასპარეზობდა.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მათგან ყველაზე უკეთ ლიზი ზირაქაშვილის და მაია გელაშვილის წყვილი „გორი 1“ გამოვიდა. წყვილმა 2008-2009 წელს დაბადებულებს შორის მეორე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ლიზი ზირაქაშვილმა მაყურებლის განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა და შესაბამისი პრიზით დაჯილდოვდა.