მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 26 ივლისს გაიმართება. აღნიშნული ეტაპის ყველა მატჩი კომბინატში, კულტურის ცენტრის მიმდებარედ არსებულ სტადიონზე ჩატარდება.
„გორის მაცნე“ გთავაზობთ შეხვედრების ჩატარების განრიგს:
„ახალბაღი“ - ჭალა - 19:00 საათი;
წმინდაწყალი „ჯარი“ - ახალდაბა - 19:30 საათი.
რაც შეეხება ფინალურ და მესამე ადგილისთვის შეხვედრებს, მატჩები 28 ივლისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, პირველობა ოლიმპიური სისტემით ტარდება. შეჯიბრება შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში იმართება. შეჯიბრების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „გორი“.