საზოგადოება
24.07.2023 16:01
სამხედრო ჰოსპიტლის ექიმები თურქეთში, აჯიბადემის სამედიცინო ქსელის სტამბოლის კლინიკაში სტაჟირებას გადიან

სამხედრო ჰოსპიტლის ექიმთა ჯგუფი სტაჟირებას თურქეთში, აჯიბადემის სამედიცინო ქსელის ცენტრალურ კლინიკაში გადის, - ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, პირველ ეტაპზე, თურქეთში სამი ექიმი გაემგზავრა - ქირურგიული განყოფილების უფროსი გიორგი ჯავახიშვილი, ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების უფროსი ზურაბ ნადირაშვილი და ქირურგიული განყოფილების ექიმი ბაკურ არაბული.

,,სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ექიმთა ჯგუფი სტაჟირებას თურქეთში, აჯიბადემის სამედიცინო ქსელის ცენტრალურ კლინიკაში გადის.

ჰოსპიტლის ექიმთა სტაჟირება Acıbadem Healthcare Group-ის კლინიკებში რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, პირველ ეტაპზე, თურქეთში სამი ექიმი გაემგზავრა - ქირურგიული განყოფილების უფროსი გიორგი ჯავახიშვილი, ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების უფროსი ზურაბ ნადირაშვილი და ქირურგიული განყოფილების ექიმი ბაკურ არაბული.

სტაჟირების პერიოდში, ჰოსპიტლის ექიმები, აჯიბადემის სამედიცინო ქსელის ცენტრალური კლინიკის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში, ერთობლივად განიხილავენ სხვადასხვა შემთხვევას, ეცნობიან თანამედროვე გაიდლაინებს, მონაწილეობენ სხვადასხვა მანიპულაციებში.

სტაჟირება ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალ Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S.-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

ჰოსპიტლის ექიმების სტაჟირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად უზრუნველყოფს აჯიბადემის სამედიცინო ჯგუფი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.

კვირის ამბები