გორში, სადგურის დასახლებაში მომხდარი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ნიკო სამადაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონის აალება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო.
22 და 25 წლის პირები ზედაპირული დამწვრობით კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ,,გორმედის“ კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, პაციენტებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო კვლევა და გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ამ დროისთვის ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და პოლიცია.
როგორც ,,გორის მაცნეს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში