სამართალი
24.07.2023 14:12
გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 63 წლის ქალი დაშავდა

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 63 წლის ქალი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსის იგორ გეორგიანის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა ღია ჭრილობა თავის არეში, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი ამბულატორიულად  გაეწერება კლინიკიდან.

შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.   

კვირის ამბები