საზოგადოება
24.07.2023 13:05
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის, არბოს და მერეთის საჯარო სკოლებს საჩუქრად წიგნები გადასცეს

საქართველოს ფოსტის და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს ეწვივნენ და სკოლებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოს ფოსტას და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, მიმდინარე წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას ისახავს მიზნად.

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ ამჯერად წიგნები საოკუპაციო ხაზთან, კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის, არბოს და მერეთის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს გადასცა.

„პროექტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ერთი წელი გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო საქართველოს ფოსტა შეძენას და მიწოდებას უზრუნველყოფს“, - აცხადებენ პროექტის ავტორები.

კვირის ამბები