გორში „გორელ მეწარმეთა კლუბი“ დაფუძნდა. შეხვედრას ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, სავაჭრო პალატის შიდა ქართლის განყოფილებისა და შვეიცარიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰელვეტასის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
ორგანიზატორებმა და კლუბის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რეგიონში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებაზე და მისი დაძლევის გზებზე ისაუბრეს. გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ მაყაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მეწარმეობის ხელშეწყობის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, სააგენტოს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს, შვეიცარული საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰელვეტასის“ და სასტუმრო „გორი ინნის“ ორგანიზებით გაიმართა.