საზოგადოება
24.07.2023 12:15
უახლოეს დღეებში გორის მუნიციპალიტეტში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - გაეცანით დეტალურ პროგნოზს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივლისს, გორში, 14 საათიდან კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +23 გრადუსს მიაღწევს. სინოპტიკოსების ცნობით, ნალექი გორის მუნიციპალიტეტში გვიან საღამომდე შენარჩუნდება.

პერიოდულად ღუბლიანობა და მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე ხანმოკლე წვიმა ნავარაუდევია 25 ივლისსაც, ჰაერი კი დღისით +25 გრადუსამდე გათბება.

26-27 ივლისს გორში უნალექო ამინდი და +30 გრადუსია მოსალოდნელი, 28 ივლისს კი, ნავარაუდევია პერიოდულად ღრუბლიანობა, +29 გრადუსი და 14-დან 16 საათამდე მცირე წვიმა.  

29 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე კი გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +23, +26 გრადუსს შორის დაფიქსირდება.

კვირის ამბები