გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინულ „ვორსკლას“ დაუპირისპირდება.
ქართულ-უკრაინული გუნდების პირველი მატჩი პოლონეთში (ნეიტრალურ მოედანზე) 27 ივლისს გაიმართება.
განმეორებით შეხვედრას კი გორი 3 აგვისტოს უმასპინძლებს.
„ვორსკლამ“ კონფერენს ლიგის საგზური უკრაინის ჩემპიონატში მე-5 ადგილის დაკავებით მოიპოვა.
რაც შეეხება გორის „დილას“, შეგახსენებთ, უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაზე, გორის „დილამ“ სლოვაკური „დუნაისკა სტრედა“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.