საზოგადოება
21.07.2023 13:13
ძევერის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა

სსიპ - ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 6-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში, მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედია);

ფლობდეს შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების და განვითარების დარღვევების შესახებ, ქცევის მართვის შესახებ მინიმალური კომპეტენციებს;

სასურველია ჰქონდეს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) ან სარეაბილიტაციო ცენტრში მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 300-372 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 7 სექტემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნოს.

კვირის ამბები