საზოგადოება
21.07.2023 12:38
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 26 ივლისიდან დაიწყება

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 26 ივლისიდან დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.

„ამ დროისთვის აღსაზრდელების ნაწილი ბაღში ინტენსიურად უკვე აღარ დადის. სააღმზრდელო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში 25 ივლისის ჩათვლით წარიმართება. 26 ივლისიდან კი მორიგე საზაფხულო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას.

რაც შეეხება არდადეგების ხანგრძლივობას და 2023-2024 სასწავლო წლის განახლების თარიღს, ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება“, - აცხადებენ სააგენტოში.  

შეგახსენებთ, ზაფხულის სეზონზე გორში მე-3 საბავშვო ბაღი (გიორგი ანწუხელიძის ქუჩა) იმუშავებს. დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება და 6 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კვირის ამბები