გორის საგამოცდო ცენტრში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის პრაქტიკული ნაწილი მიმდინარეობს
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 21 ივლისს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი მიმდინარეობს.
გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შეფერხებები არ ყოფილა რეგისტრაციის პროცესშიც.
„ამ წუთებში, რეგისტრირებული 30 აპლიკანტიდან 24 აბარებს გამოცდას. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია. პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპად ჩატარდება და აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ კიდევ 4 აპლიკანტი დაიწყებს მუშაობას“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.
რაც შეეხება მეორე სესიას, სამოქალაქო განათლების გამოცდას 149 აბიტურიენტი ჩააბარებს.