საზოგადოება
20.07.2023 14:56
პროფესიული განათლების მიმართულებით რეგიონში არსებულ ვითარებასა და ბიზნეს სექტორის საჭიროებებთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა
პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საჯარო და კერძო სექტორის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი პროფესიული განათლების მიმართულებით რეგიონში არსებული ვითარების განხილვა და კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით, ბიზნეს სექტორის საჭიროებების მოსმენა იყო.

ღონისძიების მონაწილე ორგანიზაციებისგან არსებული სერვისების და შესაძლებლობების, ასევე ბიზნესის მონაწილეობით მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ბიზნეს წარმომადგენლებმაც. ამავდროულად, გამოთქვეს საკუთარი წინადადებები და ინიციატივები რეგიონის განვითარების საჭიროებებთან დაკავშირებით.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრების ციკლი პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, საქართველოს სხვა რეგიონებში გაგრძელდება.
კვირის ამბები