საზოგადოება
04.10.2019 11:51
37350-მდე მოქალაქე ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება - ვის ჩამოეწერება ჯარიმა-საურავები

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილი მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან. საქართველოს პარლამენტმა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე დაამტკიცა.

საგადასახადო, სამშენებელო, გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი თუ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირები, ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლდებიან. ამნისტია არ ვრცელდება დედაქალაქის ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევაზე დაწერილი ოქმის ანულირებაზე.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, ჯამში, 37350-მდე საქმეს შეეხება. მოქალაქეებს სულ 2538178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. ამასთან, სახდელისაგან გათავისუფლდებიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. სახდელთან ერთად, კანონი მოქალაქეებს მათზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

 

კვირის ამბები