ევროპის საბჭოს პროექტის - „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, სამოქალაქო ჩართულობის ახალგაზრდული ბანაკი მოეწყობა.
ბანაკი პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში (თბილისი, გორი, მარნეული, ახმეტა, ამბროლაური, ბოლნისი, ბორჯომი, ჩოხატაური, ონი, ოზურგეთი, თელავი, თეთრიწყარო, წყალტუბო, ზესტაფონი, რუსთავი) მცხოვრები 18-დან 22-წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი.
ბანაკის მონაწილეებს, 1-3 აგვისტოს ჩათვლით, თბილისი უმასპინძლებს.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ახალგაზრდული ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
„ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა ფორმას, აღმოაჩენენ ახალგაზრდების მონაწილეობის საუკეთესო მაგალითებს და პრაქტიკას ევროპის მასშტაბით, დაეუფლებიან ევროპის საბჭოს სამოქალაქო მონაწილეობის ინსტრუმენტს, როგორიცაა „Uchange“.
ახალგაზრდული ბანაკი ქართულ ენაზე ჩატარდება და გააერთიანებს თამაშებს, არაფორმალურ და ინტერაქტიულ დისკუსიებს და პრეზენტაციებს წამყვანი ექპერტების მხრიდან ახალგაზრდების ჩართულობაზე. მონაწილეები, ასევე, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით, იმ მიღწევებს და გამოწვევებს, რომელთანაც უწევთ შეხება, სამომავლო გეგმებს აღნიშნულ სფეროში“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ბანაკში მონაწილეობის მისაღებად თითოეული მუნიციპალიტეტიდან 2 მონაწილე შეირჩევა.
დაინტერესებულ ახალგაზრდებს 26 ივლისის ჩათვლით აპლიკაციის შევსება შეუძლიათ ბმულის მეშვეობით: docs. google. com /…/1FAIpQLSd…/ viewform…