საზოგადოება
20.07.2023 12:43
მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან 22 არ გამოცხადდა - გორის საგამოცდო ცენტრი

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 20 ივლისს, მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველებისთვის ტესტირება უცხო ენებსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მიმდინარეობს.

გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის ინფორმაციით, ამ წუთებში, რეგისტრირებული 143 აპლიკანტიდან 115 აბარებს გამოცდას. რაც შეეხება მეორე სესიას, ქიმიის და სახვითი ხელოვნების გამოცდას 159 აბიტურიენტი ჩააბარებს.

„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შეფერხებები არ ყოფილა რეგისტრაციის პროცესშიც. დღევანდელ გამოცდაზე 143 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 22 გამოცდაზე არ გამოცხადდა, მეორე სესიაზე აბიტურიენტებს ველოდებით“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს დასრულდება.

კვირის ამბები