დღეს, 20 ივლისს, უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. გორის „დილა“ სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას“ დაუპირისპირდება.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და მას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ბილეთების შეძენა სტადიონის სალაროსა და ონლაინ პლატფორმა TKT. GE-ზე შეუძლიათ.
გორის საფეხბურთო კლუბი „დილა“ სოციალური ქსელში იმ ნივთების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა შეტანაც სტადიონზე მატჩის მიმდინარეობისას დაუშვებელია.
„დილა - დუნაისკა სტრედას მატჩზე დამსწრე გულშემატკივარს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მატჩზე დაუშვებელია შემდეგი ნივთების შემოტანა: თუნუქის და მინის ქილები, ნებისმიერი ბასრი ტიპის ნივთი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შექმნას ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, პიროტექნიკა, ხელკეტი ან დროშის ტარი, დაუშვებელია ნაცისტური თემატკის მაისურების ან სხვა სიმბოლიკის შემოტანა და აფიშირება, დრონების გამოყენება სტადიონის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ, ცხოველის შემოყვანა სტადიონის ტერიტორიაზე.
სტადიონზე წყლის შემოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უთავსახურო ბოთლების მეშვეობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.