გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე კი იწვიმებს.
20 ივლისს, გორში ნავარაუდევია უნალექო ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +31 გრადუსს მიაღწევს.
+31 გრადუსია მოსალოდნელი გორში 21 ივლისსაც, თუმცა, სინოპტიკოსების ცნობით, მუნიციპალიტეტის გარკვეულ ლოკაციებზე, დილის საათებში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა.
+31, პერიოდულად ღრუბლიანობა და 15-დან 18 საათამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 22 ივლისს.
23 ივლისს კი, მთელი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი და +33 გრადუსია ნავარაუდევი გორში.
სამშაბათს, 24 ივლისს, 14 საათიდან 23 საათამდე იწვიმებს მუნიციპალიტეტის უმრავლეს ლოკაციაზე, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +29 გრადუსს მიაღწევს.
+29 გრადუსს და მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ მეტეოროლოგები 25 ივლისს.
პერიოდულად წვიმა, ელჭექი, ქარი და ღრუბლიანობაა მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 26-27 ივლისს, ჰაერის ტემპერატურა კი ნავარაუდევია +22-დან +29 გრადუსამდე.