სპორტი
19.07.2023 16:20
გორის მუნიციპალიტეტის პირველობაზე მინი ფეხბურთში მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის პირველობაზე მინი ფეხბურთში მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება. აღნიშნული ეტაპის ყველა მატჩი, 21 ივლისს, კომბინატის სტადიონზე (კულტურის ცენტრის მიმდებარედ) ჩატარდება.

„გორის მაცნე“ გთავაზობთ შეხვედრების ჩატარების განრიგს:

18:00 საათი - მეჯვრისხევი-ახალბაღი

18:30 საათი - ქვახვრელი-ჭალა

19:00 საათი - წმინდა წყალი/ჭალა-კომბინატი „კლასიკა“

19:30 საათი - კომბინატი „სონი“-ახალდაბა

შეგახსენებთ, პირველობა ოლიმპიური სისტემით ტარდება. შეჯიბრის შედეგად გამოვლინდება მუნიციპალიტეტის საუკეთესო გუნდი, რომელიც 3000 ლარით დაჯილდოვდება. მეორე ადგილზე გასულ გუნდს 2000 ლარი გადაეცემა, მესამე ადგილოსანი გუნდი კი 1000 ლარს მიიღებს. შეჯიბრება შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში იმართება. შეჯიბრების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „გორი“.
კვირის ამბები