ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილებაში განათლების 17 წრე ფუნქციონირებს, არაფორმალურ განათლებას 400-მდე მოზარდი იღებს
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო მოზარდებს სექტემბრიდან არაერთ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარე წელს სასწავლო პროგრამებში 400 მოზარდია ჩართული.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილებაში არაფორმალური განათლების 17 წრე ფუნქციონირებს. საგანმანათლებლო ცენტრები გახსნილია როგორც გორში, ასევე მუნიციპალიტეტის10 სოფელში (ფლავი, ბერშუეთი, ტინისხიდი, ატენი, კარალეთი, ბეთლემი, ქვახვრელი, ქიწნისი).
„სასწავლო პროცესის პარალელურად მოსწავლე-ახალგაზრდები ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობაში, კონკურსში თუ კუ;ტურულ ღონისძიებაში. პერიოდულად ეწყობა ღია გაკვეთილები და შემაჯამებელი კონცერტები. ხორციელდება, ასევე, არაფორმალური განათლების პროექტები, მოსწავლეები მონაწილეობენ, საქალაქოდა ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში“, - აცხადებენ სააგენტოში.