საზოგადოება
19.07.2023 16:07
5 აგვისტოდან „ცესკოს საარჩევნო ბანაკი“ იწყება

5 აგვისტოდან „ცესკოს საარჩევნო ბანაკი“ იწყება. სასწავლო კურსი 23-45 წლის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ 3 დღიანი სასწავლო პროგრამა და პროფესიულ დონეზე შეისწავლონ ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობის სპეციფიკა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საინფორმაციო-სასწავლო კურსის გავლის მსურველები 17 ივლისიდან 25 ივლისის 00:00 საათამდე (დასვენების და უქმე დღეების ჩათვლით), სპეციალური ელექტრონული პლატფორმაზე Konkursi .cec .gov .ge უნდა დარეგისტრირდნენ. შევსებულ აპლიკაციას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტო ასლი უნდა დაერთოს. მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს სასურველია გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, კომპიუტერთან და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის ტექნიკური უნარ-ჩვევები.

„ცესკოს საარჩევნო ბანაკი“ მიზანია ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის ფორმირება და საარჩევნო ადმინისტრაციაში დაგროვილი ცოდნის გაზიარების გზით მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო სიახლეების და ტექნოლოგიების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სწავლება დაბა ბაკურიანში გაიმართება.
კვირის ამბები