„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული კლუბის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ
გორის მუნიციპალიტეტის პროგრამის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული კლუბის წევრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ.
შეხვედრების დროს ახალგაზრდები მოსახლეობას პროექტის შესახებ ინფორმაციას აცნობენ და მათ 2024 წელს განსახორიციელებელი პროექტებისთვის საინიციატივო წინადადებების მომზადებაში ეხმარებიან.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ახალგაზრდული კლუბი „მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“ კამპანიის ფარგლებში ჩამოყალიბდა და „სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ მოქალაქეების უკეთ ინფორმირებას ისახავს მიზნად.
„თუ ხარ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 16 + მოქალაქე და გაქვს იდეა, რომელიც გინდა განხორციელდეს გორში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი იდეების მიღება უკვე დაწყებულია
და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
წინადადებების წარდგენისთვის აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება shorturl. at/DFZ14 და შევსებული ფორმა შეგიძლიათ გააგზავნო ელ-ფოსტაზე: samokalakobiujeti. gori @gmail .com, ან ამობეჭდილი სახით წარადგინოთ მერიის შენობაში (გრიგოლ ფერაძის ქ. №5).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www. gori. gov. ge, ან დარეკეთ: 593 45 14 28“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დაგეგმონ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტი დაყოფილია 28 ზონად. აღნიშნულ ზონებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა თანაბრად ნაწილდება.