გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის შეხვედრა გაიმართა, სადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესების შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნულ შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი, მერის წარმომადგენლები და მერიაში მოქმედი აღიარების კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შესრულდება: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია. ასევე მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება