დღეს, 19 ივლისს, გორში ლიტერატურული კონკური „მაჩაბელის“ ლაურეატების დასახელება და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
ღონისძიება გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში 17:00 საათზე დაიწყება.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან წლის საუკეთესო პროზაული და დრამატული ნაწარმოების, საუკეთესო პოეტური/პროზაული თარგმანის ნომინაციებში, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის მერია ლიტერატურულ კონკურს „მაჩაბელის“ წლის საუკეთესო პოეტური ციკლის/კრებულის ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორს 2000-ლარიან ვაუჩერს გადასცემს.
აღნიშნული კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება საერთაშორისო ფესტივალ „მაჩაბელის“ ფარგლებში იმართება. ფეტივალი კი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ლიტერატურული კონკურსი „გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მესამე წელია იმართება.
პროექტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობით და ლიბერთი ბანკის გენერალური სპონსორობით ახორციელებს.