ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 19 ივლისს, საგამოცდო პროცესსში დაწყებითების პედაგოგები ჩაერთნენ.
გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის ინფორმაციით, რეგისტრირებული 269 აპლიკანტიდან 235 აბარებს გამოცდას.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შეფერხებები არ ყოფილა რეგისტრაციის პროცესშიც. პედაგოგების გამოცდა 4 საათი გაგრძელდება. რაც შეეხება მეორე სესიას, 69 აბიტურიენტი გეოგრაფიას ჩააბარებს“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში