გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
2 წლის გოგონას შესაბამისი ოპერაცია გუშინ იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა და მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ მოხდა. გოგონას პირველადი დახმარება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გაეწია. მცირეწლოვანს თავის დახურული ტრავმა, კომპრესიული მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ზედაპირული დაჟეჟილობები აღენიშნებოდა.
ბავშვი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.