გორში საკალთბურთო მოედნების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
ამჯერად, კვერნაქის და საგდურის დასახლებებში არსებული ორი მოედანი განახლდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტს ა(ა)იპ საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ახორციელებს და სამუშაოები სპორტული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
პროექტი კალათბურთის ფარების გამოცვლას და მოედნების დახაზვას ითვალისწინებს.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ინიციატივის მიზანი, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდების აღნიშნული სპორტის სახეობით კიდევ უფრო მეტად დაინტერესებაა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში