კულტურა
18.07.2023 14:21
გორის ხელოვნების სახლში გურამ წიბახაშვილთან და სანდრო ფაჩუაშვილთან შეხვედრა გაიმართება
გორის ხელოვნების სახლში გურამ წიბახაშვილთან და სანდრო ფაჩუაშვილთან შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება გამოფენა „გარდაქმნას“ ფარგლებში განხორციელდება. ხელოვანები განიხილავენ გამოფენაზე წარდგენილი სერიების შექმნის ისტორიას და მათ არტისტულ ხედვას საბჭოთა ისტორიისა და თანამედროვე ვიზუალური ენის შერწყმის ჭრილში.

არტისტებთან შეხვედრა 23 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
შეგახსენებთ, გურამ წიბახაშვილის და სანდრო ფაჩუაშვილის ნამუშევრების გამოფენას გორის ხელოვნების სახლი 8 ივლისიდან მასპინძლობს. დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა 3 სექტემბრის ჩათვლით შეეძლება.

პროექტი „Art House 20 23“ ხორციელდება „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
კვირის ამბები