გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესარჩევი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ კონსულტაციები დასრულდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრები თითოეულ თემში გაიმართა და მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ერთობლივად იმსჯელეს.
საერთო კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარეგანათების სისტემების, შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, საბავშვო ბაღების შენობებისა და ეზოების რეაბილიტაცია, მინისტადიონების მოწყობა განხორციელდება.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მომდევნო ეტაპი შერჩეული ინიციატივების პროექტირებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც შესაბამისი ტენდერები გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლადაც თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, საერთო ჯამში, გორის მუნიციპალიტეტის 115 სოფელში, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, 1 596 000 ლარი დაიხარჯება.