ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება, გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 23 არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 144 აპლიკანტი გადის გამოცდაზე. როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა განაცხადა, რეგისტრაციის პროცესში შეფერხება არ ყოფილა.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შეფერხებები არ გვქონია რეგისტრაციის პროცესშიც. დღევანდელ გამოცდაზე 167 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა 23 გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, ზოგად უნარებს დაეთმობა და მხოლოდ ერთი აპლიკანტია დარეგისტრირებული“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 19 ივლისს, გეოგრაფიის გამოცდით გაგრძელდება. საგამოცდო პროცესში, ასევე, ჩაერთვებიან დაწყებითი კლასების პედაგოგებიც.