1-ელი აგვისტოდან მოვაჭრეები ინფორმაციის გაუცემლობისთვის დაჯარიმდებიან, - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა.
როგორც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, მიმდინარე წლის აგვისტოდან, მოვაჭრისგან ინფორმაციის მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში, სათანადო შეტყობინების შემდეგ, სააგენტო მოვაჭრეს ჯარიმას დააკისრებს. ჯარიმის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა.
„სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისადმი დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 600 ლარი იქნება. (ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს)“, - აცხადებენ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.
ცნობისთვის, ინფორმაციის გაუცემლობა გულისხმობს მოვაჭრის მხრიდან სარეალიზაციო პროდუქციაზე არასრული ინფორმაციის მიწოდებას, არასრულად ითვლება ინფორმაცია, თუ მოვაჭრე არ უთითებს ფასსაც.