საზოგადოება
17.07.2023 13:49
გორის თეატრის სპექტაკლის მთავარი როლის შემსრულებელი ზუკა პაპუაშვილი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა

მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ჯილდო გ. ერისთავის თეატრის სპექტაკლში - „ქეიფი სოლოლაკში“ მთავარი როლის  შემსრულებელს ზუკა პაპუაშვილს გადაეცა.

გორის თეატრის ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიება ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გაიმართა.

„მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის „ქეიფი სოლოლაკში“ მთავარი  როლის - კოტე აფხაზის განსახიერებისთვის ზუკა პაპუაშვილი დაჯილდოვდა. ვულოცავთ წარმატებას გორის თეატრს, ზუკა პაპუაშვილს და სპექტაკლის  დამდგმელ რეჟისორს ნიკოლოზ ჰაინე -შველიძეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კვირის ამბები