გორის ,,დილა" საქართველოს ჩემპიონატისთვის სამზადისის ახალ ეტაპზე გადავიდა.
გორელები, მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, ანტალიაში გაემგზავრნენ, სადაც ორი კვირა დარჩებიან და ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
,,დილა" 14 თებერვალს მოსკოვის ,,ტორპედოს" შეხვდება, 16 თებერვალს - ოდესის ,,ჩერნომორეცს", 18–ში - ბელარუსის ,,შახტიორს", ხოლო 20 თებერვალს, ყაზახეთის ,,თარაზთან" გამართული მატჩით დაასრულებს შეკრების თურქულ ეტაპს.
თურქეთში გორელები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, ლაშა ტიტვინიძე
მცველები: დავით მაისაშვილი, დავით ხურცილავა, გურამ გიორბელიძე, ალეფ სანტოსი, ბალგოუ, რეზი ჩიტეიშვილი, გიორგი ლაცაბიძე, არჩილ კობერიძე
ნახევარმცველი: ამოს ნონდი, ნიკა გაგნიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, თემურ მარკოზაშვილი, ფრანსისკო მანდინგა, მამაიე კულიბალი
თავდამსხმელები: მიკოლა კოვტალიუკი, ნუგზარ სპანდერაშვილი, სემ დიალო.