საზოგადოება
17.07.2023 11:58
გორის №7 საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე ორი ვაკანსიაა
სსიპ ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქალაქ გორის №7 საჯარო სკოლა მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე ორ ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 24-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I, III, IV მოსწავლეებისთვის გულისხმობს. რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურებას, 637-731 ლარია.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 23 ივლისს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები