გორის მუნიციპალიტეტის მერი ბიისის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა. ამ ეტაპზე ბანაკი ახალგაზრდების პირველი ნაკადს მასპინძლობს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მოზარდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრო.
„საველე ბანაკში დასვენების მსურველი ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს აქტიური და მხიარული ზაფხული ჰქონდეთ.
პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში ცხოვრებას სწავლობენ და ლაშქრობებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობენ“, - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
შეგახსენებთ, წელს ბანაკი 14-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ექვს ნაკადს უმასპინძლებს. ისინი ბიისში 5 დღეს რჩებიან და ტანას ხეობაში, ჯამში 420 ახალგაზრდა დაისვენებს.
საზაფხულო პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ასოციაცია „ტონთიოს“ თანადაფინანსებით ხორციელდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში