საზოგადოება
17.07.2023 11:51
საგამოცდო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, რეგისტრაციის პროცესში დაგვიანების ერთი შემთხვევა იყო - თინათინ გვერდწითელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის ინფორმაციით, დღეს, 17 ივლისს, ორი სესიაა ჩანიშნული. წინა საგამოცდო დღეების მსგავსად, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, რეგისტრაციის პროცესში იყო დაგვიანების ერთი შემთხვევა

„ისტორიის გამოცდის დილის სესიაზე 469 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, გამოცდაზე მხოლოდ 442 პირი გამოცხადდა. სამწუხაროდ, რეგისტრაციის პროცესში ერთმა აბიტურიენტმა გამოცდაზე 17 წუთით დააგვიანა და წესების მიხედვით, ეს აპლიკანტი ვეღარ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას. რაც შეეხება მეორე სესიას, 14:00 საათზე დაიწყება და ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 467 აპლიკანტი“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.

ხვალ, 18 ივლისს, დილის სესიაზე ისევ ისტორიის გამოცდაა ჩანიშნული. მეორე სესია კი ზოგად უნარებს დაეთმობა, რომელზეც ერთი აპლიკანტია დარეგისტრირებული.

 

კვირის ამბები