გორში სტარტი აიღო გორის მუნიციპალიტეტის პირველობამ ფეხბურთში. ტურნირში 36 გუნდი მონაწილეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი მატჩი ჩატარდა.
პირველობა ოლიმპიური სისტემით ტარდება. შეჯიბრის შედეგად გამოვლინდება მუნიციპალიტეტის საუკეთესო გუნდი, რომელიც 3000 ლარით დაჯილდოვდება. მეორე ადგილზე გასულ გუნდს 2000 ლარი გადაეცემა, მესამე ადგილოსანი გუნდი კი 1000 ლარს მიიღებს.
გორის მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებული გუნდი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების (კასპი, ხაშური, ქარელი) გამარჯვებულ გუნდებთან ერთად, რეგიონში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ცნობისთვის, ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება. შეჯიბრება „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ტარდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება