საზოგადოება
14.07.2023 13:03
გორელი დავით კლდიაშვილი მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროს მედალოსანია
გორელმა დავით კლდიაშვილმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს. წყაროს ცნობით, მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ერთი ოქროს, ოთხი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ეროვნული ოლიმპიადების შედეგების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული შესარჩევი წერებით შეირჩნენ. ნაკრების ყველა წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IMO 2023) წელს იაპონიაში ჩატარდა და მასში 112 ქვეყნის 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
კვირის ამბები