უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო პირველი ეტაპის პირველ მატჩში, ეროვნული ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი, გორის „დილა“ სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დამარცხდა. შეხვედრის 42-ე წუთზე მოწინააღმდეგის კარში ერთი გოლი ნიკოლა კოვტალუკმა გაიტანა.
„ხარისხიან მეტოქეს ვეთამაშეთ, იყო მატჩი, რომლის მსგავსი, ჩვეულებრივ, საქართველოში ნაკლებად გვაქვს. ორი შეცდომა დავუშვით და მასპინძლებმა კონტრშეტევების შედეგად ორი გოლი გაიტანეს. ვცდილობდით, ჩვენი ძალა ფლანგებზე გამოგვეყენებინა. საპასუხო მატჩში ყველაფერს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად“, - აღნიშნა გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ.
საპასუხო მატჩს გორის გუნდი 20 ივლისს გამართავს. შეხვედრას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონი უმასპინძლებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება